"ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 3 და NATO-ს 7 ქვეყანას - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 3 და ნატოს 7 ქვეყანას. ამის შესახებ პაპუაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა.

"ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებშია.საქართველო მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით წინ გადავიდა და 54 ადგილიდან 43 ადგილზე დაწინაურდა. უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშორის წევრ 3 და NATO-ს წევრ 7 ქვეყანას", - წერს პაპუაშვილი.